08/08/2020 magda

ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორცილება – ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)

პროექტის ხანგრძლივობა: 09.2016 || 12.2017

სტატუსი: Ongoing

დონორი: ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)

პარტნიორები: ასოცირების ხელშეკრულება, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სამოქალაქო საზოგადოება

ბიუჯეტი: 24,925 USD

აღნიშნული პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების დონეზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დაახლოება და თანამშრომლობის გაძლიერება. კერძოდ კი, პროექტი მოიცავს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას.

პროექტი, აღნიშნული სამი ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოლიტიკური ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეაფასებს და მის ანგარიშს წარადგენს. ადვოკატირების მიზანი სამართლის, ანტი-კორუფციისა და ანტი-დისკრიმინაციის სფეროებში ევროკავშირის მიერ მისი აღმოსავლეთ მეზობლების მიმართ მომთხოვნი რეფორმების, როგორც არსებული ბერკეტის, საუკეთესოდ გამოყენებაა.

პროექტის აქტივობებია:

  • საქართველოში შეკრებების ორგანიზება, მათ შორის:
  • უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ექსპერტების მიერ ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება;
  • საერთო ინტერესის თემებზე მრგვალი მაგიდის დისკუსიების გამართვა;
  • ევროკავშირის ადვოკატირებაზე ტრენინგის ჩატარება და პოლიტიკის კრებულის გეგმის მომზადება;
  • მოლდოვასა და უკრაინაში და ასევე ბრიუსელში „ფონდი ღია საზოგადოების“ ეროვნულ კოორდინატორებთან და კოლეგებთან  თანამშრომლობით ერთობლივი რეგიონალური პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება.
, , , ,