25/01/2021 GIP

ევროსკეპტიკური, მაშასადამე, პრორუსული?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
25-01-2021

საქართველოში ძნელად  მოიძებნება პოლიტიკური ან სხვა ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ღიად აცხადებს თავისი პრორუსულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მედიაში, არასამთავრობო სექტორსა თუ, ზოგადად, საჯარო დისკურსში ხშირად გაისმის ტერმინები „პრორუსული“ და „პროპუტინური“. ხშირად ამგვარი იარლიყებით ევროსკეპტიკურ პოპულისტურ პარტიებს მოიხსენიებენ,  რომლებიც ეთნონაციონალისტურ თემებზე აკეთებენ აქცენტს. თუმცა, ყოველთვის ნათელი არაა რა არგუმენტაცია დგას ამ იარლიყის მინიჭების მიღმა.

წინამდებარე მემორანდუმი ცდილობს იმ ბუნდოვანებაში გარკვევას, რომელიც წარმოიქმნება ისეთი ტერმინების ხშირად და ურთიერთმონაცვლედ გამოყენებით, როგორიცაა ევროსკეპტიკური, პოპულისტური, ულტრამემარჯვენე, პრორუსული და ა.შ. მემოს მთავარი კითხვაა – ნიშნავს თუ არა საქართველოში ევროსკეპტიციზმი აუცილებლად პრორუსულობას? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მივიღებთ ან არ მივიღებთ დაშვებას, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან ერთად, წარმოადგენს გეოპოლიტიკური ბრძოლის ასპარეზს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომლებიც ნულოვანი ჯამის თამაშში არიან ჩაბმულნი. ამ დაშვებაზე დაყრდნობით, ევროსკეპტიციზმი ნიშნავს დაშორებას დასავლეთისგან, რაც ავტომატურად გულისხმობს რუსეთთან დაახლოებას.

, , , , , ,