Author

17/05/2022 თეონა ზურაბაშვილი

სიღარიბე, როგორც დამატებითი გამოწვევა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
17-05-2022

თეონა ზურაბაშვილი

ზოგადი ნორმატიული ცოდნის მიხედვით, მოქალაქეთა სიღარიბე განსაკუთრებით პრობლემურია გარდამავალ დემოკრატიებში. მაშინ, როდესაც ამ ტიპის ქვეყნებში მთავრობის უკეთესად ფუნქციონირებისთვის და დემოკრატიული ფასეულობების დაცვისთვის საზოგადოებრივი წნეხის არსებობა შეიძლება აუცილებელ ფაქტორადაც იქნას მიჩნეული, რთული ეკონომიკური მდგომარეობა მოქალაქეებს აიძულებს, არჩევანი უფრო სწრაფ და მოკლევადიან სარგებელზე გააკეთოს და ნაკლები პრიორიტეტი მიანიჭოს ისეთი ღირებულებებს, რომლებიც მატერიალური საჭიროებების მიღმა არსებობენ (Inglehart and Welzel 2005, 2008; Lapuente and Charron 2010). საქართველოში, სადაც ბოლო წლებში ეკონომიკური პრობლემები ეროვნული დონის გამოწვევათა პირველ სამეულშია, სიღარიბე არაერთხელ გამხდარა დემოკრატიული განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საზოგადოებრივი პროექტების დაანონსების, სოციალური შეღავათების დაპირებისა და ხელფასების ზრდის გეგმის ხარჯზე  ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტების სიმრავლეს, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა (OSCE/ODHIR 2022) და არჩევნების საბოლოო შედეგზე შესაძლო გავლენა მოახდინა (ISFED 2021).

იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადი წარადგინა და ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოცემული პოლიტიკის მემორანდუმის მიზანია, განიხილოს, პოლიტიკური პოლარიზაცის და ოპოზიციის სისუსტის გათვალისწინებით, რატომ შეიძლება იქცეს სიღარიბე  შიდა დემოკრატიული განვითარების პრობლემიდან მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის.

ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში:

  • სიღარიბე VS დემოკრატიული ფასეულობები – რა უფრო აწუხებთ მოქალაქეებს?
  • როგორ ჩაგრავს სიღარიბე დემოკრატიულ ფასეულობებს სანდო ალტერნატივის არ არსებობის პირობებში
  • რა რისკებს წარმოშობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის?

პოლიტიკის მემორანდუმი #56 | მაისი 2022

, , , , ,