07/04/2018 magda

შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება: თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები კონფრონტაციის ხაზზე

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
07-04-2018

ბოლო პერიოდში, შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით განსაკუთრებით დაინტერესდა ნატო და ევროკავშირი, რაც აისახა, როგორც 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტსა და 2017 წლის ბუქარესტში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე 2011 წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ „შავი ზღვის სტრატეგიაში“. ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან შავი ზღვის რეგიონისადმი დათმობილმა ყურადღებამ ცხადყო, რომ ის ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სივრცის ნაწილად მოიაზრება. თუმცა, თუ რეგიონის გეოპოლიტიკურ რუკაზე დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ შავი ზღვა ამავდროულად, გლობალური ძალების კონფრონტაციის ხაზია, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ერთი მხრივ, რუსეთისა და ნატოს, რუსეთისა და ევროკავშირის, ხოლო მეორე მხრივ  თურქეთის, რუსეთისა და აშშ-ის ინტერესები.

მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება სულ უფრო აქტუალური ხდება და ის გლობალური უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, აღნიშნული საკითხი ნაკლებადაა შესწავლილი აკადემიური თვალსაზრისით, ხოლო სახელმწიფოების ინტერესები და პოლიტიკა ამ რეგიონის მიმართ ხშირად არაა ცალსახა და თანმიმდევრული.

აღნიშნული  კვლევითი დოკუმენტის მიზანია, მიმოიხილოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ტენდენციები და ძირითადი აქტორების ინტერესები. ამასთან, მათი რეგიონული პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე, წარმოადგინოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სფეროს განვითარების პერსპექტივები. ნაშრომის ბოლოს, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემოთავაზებულია  რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის, ნატოსა და ევროკავშირისათვის რუსეთის აგრესიის შეჩერებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.

, , , , , ,