Author

21/10/2022 გვანცა დავითაშვილი

აღმოსავლეთ გაფართოების ახალი ტალღა: როგორ მუშაობს ევროკავშირის პირობითობა საქართველოსთვის?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
21-10-2022

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და ევროკავშირი სამ ათწლეულზე მეტია, აძლიერებენ და აღრმავებენ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. პარტნიორობის ეს ფორმატი, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით, ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან მეტ დაახლოებას ისახავს მიზნად. ევროკავშირი გაფართოებას არ განიხილავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნად. თუმცა, ‘ასოცირებული ტრიო’ (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო), ჯერ კიდევ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, კავშირის წევრობისკენ მისწრაფებას გამოხატავდა. ევროკავშირი გაფართოების საკითხს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, ხშირად უპასუხოდ, ან გრძელვადიან პერსპექტივაში განსახილველ საკითხად მოიაზრებდა. ევროპეიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა და ევროკავშირის აღმოსავლეთ გაფართოება შესაძლებელი გახადა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიამ და ინტერვენციამ უკრაინაში, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტურმა შერყევამ.

ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწევრებისთვის აუცილებელი პირობების გაჟღერებამ  პოლიტიკური კონსოლიდაციის ნაცვლად, არსებული კრიზისი გააღრმავა. აღმოსავლეთ გაფართოების მოსალოდნელმა ტალღამ საქართველო დააყენა გამოწვევების წინაშე, მათ შორის,  ‘ასოცირებული ტრიოს’ ქვეყნებისგან საქართველოს დაშორება და ჩამორჩენა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების გარშემო ადგილობრივ პოლიტიკურ დონეზე ორაზროვანი განმარტებები, პოლიტიკური პოზიციების პოლარიზაცია, მმართველი ელიტის არაეფექტიანი კომუნიკაცია ევროკავშირთან და დასავლეთის მიმართ რიტორიკის ცვლილება. გამწვავებული პოლიტიკური დისკუსიები მოიცავს არაერთ კითხვას და ბუნდოვანებას პირობითობის, როგორც ევროპეიზაციის ინსტრუმენტის, ასევე საქართველოსთვის გადმოცემული პირობების შინაარსის მიმართ.

პოლიტიკის მემორანდუმის მიზანია: (1) გაანალიზოს პირობითობის არსი და მნიშვნელობა ევროკავშირის გაფართოების მოსალოდნელი ახალი ტალღის ფარგლებში; (2) შეადაროს ასოცირებული ქვეყნების მიმართ წაყენებული პირობები; (3) გამოკვეთოს ცალკეული რისკები და შესაძლებლობები, რაც საქართველოს ევროპეიზაციას ახლავს პირობების (არ)დაკმაყოფილების შემთხვევაში.

პოლიტიკის მემორანდუმი #61 | ოქტომბერი 2022

პუბლიკაცია მომზადდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

, , , , , ,