25/12/2017 magda

ქართველი და უცხოელი ექსპერტები განვლილ 2017 წელს აფასებენ

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
25-12-2017

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ექსპერტპოლის“ პროექტის ფარგლებში, 2017 წლის შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა. გამოიკითხა 20 ქართველი და უცხოელი მიმომხილველი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ქართველ და უცხოელ ექსპერტთა მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტწილად იდენტური იყო და კარგად ასახავს საქართველოს მთავრობის  მიერ მიღწეულ ამბივალენტურ შედეგებს დემოკრატიზაციის, საგარეო პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით.

გამოკითხულ ექსპერტთა მოსაზრებები გაიყო 2017 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ცვლილებასთან დაკავშირებით (გრაფიკი 1). ექსპერტთა ერთი ნახევარი  ფიქრობს, რომ  საქართველოში 2017 წელს დემოკრატიის ხარისხი „მცირედით შემცირდა“, ხოლო გამოკითხულთა მეორე ნახევრის აზრით იგი „იგივე დონეზე შენარჩუნდა“ (გრაფიკი 1). გამოკითხულთა 11 პროცენტი ასევე ფიქრობს, რომ დემოკრატიის ხარისხი „მცირედით გაიზარდა“, ხოლო 5 პროცენტი მიიჩნევს რომ იგი „მნიშვნელოვნად შემცირდა.“

გრაფიკი 1: თქვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაიზარდა თუ შემცირდა, 2017 წლის განმავლობაში?

გამოკითხვის შედეგები გაცილებით ცალსახაა კონსტიტუციურ ცვლილებებთან მიმართებაში. გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს (გრაფიკი 2). ექსპერტთა 70 პროცენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს „მეტწილად ნეგატიურად“ ან „ძალიან უარყოფითად“ აფასებს, და მხოლოდ 10 პროცენტი „მეტწილად დადებითად.“ 

გრაფიკი 2: როგორ შეაფასებთ 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოში დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით?

გამოკითხულ ექსპერტთა ხმები გაიყო მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით (გრაფიკი 3). გამოკითხულთა ორმოც-ორმოც პროცენტი ფიქრობს რომ, მედიის თავისუფლების ხარისხი „მცირედით შემცირდა“ ან „იგივე დონეზე შენარჩუნდა“, ხოლო 20 პროცენტი კი ფიქრობს რომ, „მცირედით გაიზარდა“ (გრაფიკი 3).  

გრაფიკი 3: მთლიანობაში 2017 წელს მედიის თავისუფლების ხარისხი

როგორც ჩანს, ესპერტთა მოსაზრებით, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა კვლავინდებურად საქართველოს მთავრობის აქილევსის ქუსლად რჩება. ყველაზე უარყოფითი შეფასება ქართული ოცნების მთავრობამ სწორედ ეკონომიკის და სოციალურ სფეროებში დაიმსახურა (გრაფიკი 4, 5). ორივე გამოკითხულთა 65 პროცენტი მთავრობის მუშაობას „მეტწილად“ ან „ძალიან“ უარყოფითად აფასებს. გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი მიიჩნევს მთავრობის პოლიტიკას „მეტწილად“ დადებითად ეკონომიკის სფეროში (გრაფიკი 4), ხოლო სოციალური პოლიტიკის სფეროში, 2017 წელს დადებითად მხოლოდ და 10 პროცენტი აფასებს (გრაფიკი 5).

გრაფიკი 4: როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის მუშაობას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით?

                      

გრაფიკი 5: როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის მუშაობას სოციალური პოლიტიკის მიმართულებით?

საგარეო პოლიტიკა კვლავაც ერთადერთ სფეროდ რჩება, სადაც გამოკითხული ექსპერტები უფრო მთავრობის საქმიანობას უფრო დადებითად აფასებენ, ვიდრე უარყოფითად (გრაფიკი 6). მთლიანობაში, გამოკითხულთა 40 პროცენტი საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის „მეტწილად დადებითად“ აფასებს და მხოლოდ 25 პროცენტი – „მეტწილად უარყოფითად.“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ 2017 წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც მიხედვითაც, ქართული ოცნების მთავრობა ყველაზე მეტი დადებითი შეფასება სწორედ საგარეო პოლიტიკის სფეროში მიიღო.

გრაფიკი  6: მთლიანობაში, როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას?

გარდა სტანდარტული კითხვებისა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა სთხოვა რესპონდენტებს, დაესახელებინათ სამი პოლიტიკური მოვლენა ან მთავრობის გადაწყვეტილება, რომელთაც მნიშნელოვანი უარყოფითი ან დადებითი გავლენა იქონიეს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე 2017 წელს (ცხრილი 1, 2). ნეგატიური მოვლენების ჩამონათვალში ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს საკონსტიტუციო ცვლილებები (ცხრილი 1). როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებს უარყოფითი გავლენა ექსნებთ დემოკრატიიხ ხარისხზე. თუმცა, მეორეს მხრივ, ცვლილები დადებითად იქნა შეფასებული რამდენიმე ექსპერტის მიერ, ძირითადად მთავრობის მიერ ვენეციის კომისიის რიგი რეკომენდაციების გათვალისწინების გამო (ცხრილი 2).  ასევე, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად იქნა შეფასებული მთავრობის დამოკიდებულება რუსთავი 2-ს საქმისადმი, შესაბამისად რუსთავი 2 ასევე მოხვდა როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური პოლიტიკური პროცესების ჩამონათვალში. ექსპერტთა მოსაზრება უფრო ცალსახაა სხვა საკითხებთან მიმართებაში. კერძოდ, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეფასდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა, ხოლო დადებითად – მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია და ახალი სახალხო დამცველის დანიშვნა.

ცხრილი 1: გთხოვთ, დაასახელოთ სამი პოლიტიკური მოვლენა ან მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა დემოკრატიის ხარისხზე 2017 წელს.

ყველაზე ხშირად ნახსენები თემებიქართველი ექსპერტებისაერთაშორისო ექსპერტებისულ ხსენება
საკონსტიტუციო ცვლილებები7613
რუსთავი 2-ის საქმე426
საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა156
სასამართლო სისტემის რეფორმა336
მონოპოლიზებული საარჩევნო გარემო და ადგილობრივი არჩევნების შედეგები314
კორუფცია033
აფგან მუხთარლის საქმე123
არაფორმალური მმართველობა022

 

ცხრილი 2: გთხოვთ, დაასახელოთ სამი პოლიტიკური მოვლენა ან მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა დემოკრატიის ხარისხზე 2017 წელს.

ყველაზე ხშირად ნახსენები თემებიქართველი ექსპერტებისაერთაშორისო ექსპერტებისულ ხსენება
ადგილობრივი არჩევნები437
რუსთავი 2-ის გაკონტროლების მცდელობაზე უარის თქმა235
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია235
საკონსტიტუციო ცვლილებები213
ახალი სახალხო დამცველი123

როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპერტები მეტწილად იზიარებენ მოსახლეობის დადებით განწყობას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიმართ. კითხვაზე, თუ რა იყო საქართველოს ყველაზე დიდი წარმატება 2017 წელს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს. 2017 წლის რიგით მეორე წარმატებად ექსპერტები აშშ-თან ორმხრივ ურთიერთობებს ასახელებენ, კონკრეტულად, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლების გაღრმავებას და „ჯაველინების“ შესაძლო შეძენის საკითხს. აღსანიშნავია რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული წარმატებების დიდი ნაწილი საგარეო პოლიტიკის სფეროს უკავშირდება. ექსპერტთა გამოკითხვაში, 6 ნახსენები საკითხიდან, რომელთაც 3 ან მეტი ხმა მიიღეს, 5 სწორედ საგარეო პოლიტიკას მიეკუთვნება (ცხილი 3).

 

ცხრილი 3: გთხოვთ დაასახელოთ პოლიტიკის ნებისმიერი სფეროდან სამი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც საქართველოს მთავრობას 2017 წელს ჰქონდა (ეკონომიკური, სოციალური და საგარეო პოლიტიკის ან დემოკრატიული განვითარების სფეროში).

ყველაზე ხშირად ნახსენები თემებიქართველი ექსპერტებისაერთაშორისო ექსპერტებისულ ხსენება
ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან9312
აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება527
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულება314
ტურისტების ნაკადის ზრდა303
ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკა213
მძღოლებისთვის ჯარიმების 100-ქულიანი სისტემის შემოღება213

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის წარუმატებლობებს 2017 წელს, აქ როგორც მოსალოდნელი იყო, ლარის გაუფასურება ლიდერობს (ცხრილი 4). ექსპერტები უარყოფითად აფასებენ ასევე ეფექტურ მმართველობას (სამინისტროების მუშაობა, კრიზისების მართვა) და დემოკრატიის ხარისხს. გამოკითხული ექსპერტები წარუმატებლად აფასებენ ასევე მთავრობის ანტიტერორისტულ პოლიტიკას და შიდაუსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს.

 

ცხრილი 4: გთხოვთ დაასახელოთ პოლიტიკის ნებისმიერი სფეროდან სამი ყველაზე დიდი ჩავარდნა, რომელიც საქართველოს მთავრობას 2017 წელს ჰქონდა (ეკონომიკური, სოციალური და საგარეო პოლიტიკის ან დემოკრატიული განვითარების სფეროში).

ყველაზე ხშირად ნახსენები თემებიქართველი ექსპერტებისაერთაშორისო ექსპერტებისულ ხსენება
ლარის გაუფასურება718
ეფექტური მმართველობის პრობლემები437
დემოკრატიული მმართველობის პრობლემები426
წარუმატებელი სოციალური პოლიტიკა336
ტერორიზმთან ბრძოლა და შიდა უსაფრთხოება426

გამოკითხული ექსპერტების მოსაზრებით, 2018 წელს საქართველოს მთავრობა მთავარ გამოწვევებს კვლავაც ეკონომიკის და სოციალური პოლიტიკის სფეროდან უნდა მოელოდეს (ცხრილი 5). როგორც ქართველი ისე საერთაშორისო მიმოხილველების აზრით, ლარის გაუფასურება და ნელი ეკონომიკური ზრდა კვლავაც ნომერ პირველ პრობლემად რჩება. ექსპერტები მნიშვნელოვან გამოწვევად მოიაზრებენ ასევე კონფლიქტების საკითხებს და მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებას რეგიონში, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური გახდა ტერორიზმისა და შიდა უსაფრთხოების პრობლემების გამწვავებით.

 

ცხრილი 5: თქვენი აზრით, რა იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და/ან სოციალური საკითხი, რომელთანაც საქართველოს 2018 წელს მოუწევს გამკლავება?

ყველაზე ხშირად ნახსენები თემებიქართველი ექსპერტებისაერთაშორისო ექსპერტებისულ ხსენება
ლარის გაუფასურება549
ეკონომიკური სტაგნაცია156
კონფლიქტები და უსაფრთხოება426
სიღარიბე და უმუშევრობა325
დემოკრატიული მმართელობა213

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები საქართველოს მთავრობის მოღვაწეობას 2017 წლის განმავლობაში საკმაოდ დიფერენცირებულად აფასებენ. ყველაზე წარმატებულად მთავრობის მუშაობა საგარეო პოლიტიკის კუთხით ფასდება, ხოლო ყველაზე უარყოფითად – სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში. ექსპერტთა აზრი შუაზე იყოფა იმის შესახებ, თუ რამდენად დემოკრატიულად მართავს ქვეყანას ქართული ოცნება, თუმცა მოსაზრებები უფრო კრიტიკულია 2017 წლის კონსტიტუციურ ცვლილებთან მიმართებაში, რომლებსაც ექსპერტთა უმრავლესობა უფრო უარყოფითად აფასებს. ზოგადად, ასევე შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის განმავლობაში პოლიტიკურ მიმომხილველთა მოსაზრებები დიდად არ შეცვლილა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, 2017 წლის თებერვალში ჩატარებულმა მსგავსმა გამოკითხვამაც იდენტური შედეგები აჩვენა. მთავრობის მუშაობაც მაშინაც მეტწილად წარმატებულად მხოლოდ საგარეო პოლიტიკის სფეროში ფასდებოდა, ხოლო უარყოფითად – ეკონომიკის და სოციალურ სფეროებში. რაც შეეხება დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, პოლიტიკურ მიმომხილველთა მოსაზრებები ამ სფეროში მაშინაც ყველაზე მეტად არის გაყოფილი. როგორც ჩანს, ექსპერტულ საზოგადოებას ჯერჯერობით უჭირს ქართული ოცნების მთავრობის მმართველობის დემოკრატიულობის ხარისხის შესახებ საბოლოო ვერდიქტის გამოტანა.

, , , , , , ,