Authors

  • ნინო სამხარაძე
  • სალომე მინესაშვილი

    დოქტ. სალომე მინესაშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტი ანალიტიკოსი. იგი ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ედიბურგის უნივერსიტეტის მაგისტრისს ხარისხს “საერთაშორისო პოლიტიკურ თეორიაში” და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს “ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში.” მისი ექსპერტიზის სფეროებია საგარეო პოლიტიკის ანალიზი, იდენტობის პოლიტიკა, რბილი ძალის პოლიტიკა, ევროკავშირი-აღმოსავლეთ სამეზობლოს ურთიერთობები და ტრანსფორმაციის პროცესები ყოფილ საბჭოთა კავშირში.

  • ლევან კახიშვილი
12/01/2021 ნინო სამხარაძე

პოლიტიკის დოკუმენტების კრებული

Authors

  • ნინო სამხარაძე
  • სალომე მინესაშვილი

    დოქტ. სალომე მინესაშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტი ანალიტიკოსი. იგი ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ედიბურგის უნივერსიტეტის მაგისტრისს ხარისხს “საერთაშორისო პოლიტიკურ თეორიაში” და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს “ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში.” მისი ექსპერტიზის სფეროებია საგარეო პოლიტიკის ანალიზი, იდენტობის პოლიტიკა, რბილი ძალის პოლიტიკა, ევროკავშირი-აღმოსავლეთ სამეზობლოს ურთიერთობები და ტრანსფორმაციის პროცესები ყოფილ საბჭოთა კავშირში.

  • ლევან კახიშვილი


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
12-01-2021
ლევან კახიშვილი, სალომე მინესაშვილი, ნინო სამხარაძე, სალომე კანდელაკი

ოთხიდან რიგით პირველი (მაგრამ არცერთ შემთხვევაში მნიშვნელობის მიხედვით) დოკუმენტის ავტორია ლევან კახიშვილი. ნაშრომში დასმულია შეკითხვა: სარგებლობენ თუ არა ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებული სიკეთეებით? ამ დოკუმენტში გამოკვლეულია, თუ როგორ აღიქვამენ ეთნიკური უმცირესობები ევროპეიზაციას და მასთან დაკავშირებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს და შემდეგ განხილულია ის ბარიერები, რომლებსაც ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან აღნიშნული სიკეთეებით სრულად სარგებლობასთან დაკავშირებით.

მომდევნო დოკუმენტში სალომე მინესაშვილი განიხილავს ინფორმაციულ ნაკადს და ამომწურავ პასუხს სცემს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ევროპეიზაციის კონტექსტში დეზინფორმაციასა და დესტრუქციულ კომუნიკაციას, რომელიც გათვლილია ეთნიკურ უმცირესობებსა და ქართული საზოგადოების სხვა მოწყვლად სეგმენტებზე. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „დეზინფორმაცია“ უარყოფით ასოციაციებს აღძრავს, სალომე მინესაშვილი ასკვნის, რომ სინამდვილეში უმცირესობების ჯგუფებს არ გააჩნიათ მკვეთრად ჩამოყალიბებული უარყოფითი აზრი ევროკავშირის შესახებ. ეს კი, მისი აზრით, შეიძლება, გამოყენებული იქნას, როგორც შესაძლებლობა. სათანადო მიდგომით საქართველოს შეუძლია ინფორმაციული ვაკუუმის შევსება და, ამგვარად, დეზინფორმაციის მცდელობებთან და/ან დესტრუქციულ კომუნიკაციასთან გამკლავება.

შემდეგ დოკუმენტში ნინო სამხარაძე განიხილავს ევროპეიზაციასთან დაკავშირებით უმცირესობების თემებში არსებული სკეპტიციზმის საკითხს. საქართველოში უმცირესობების თემების ინტეგრაციის პრობლემების გათვალისწინებით, სკეპტიციზმის საკითხმა შეიძლება გაამწვავოს ევროპეიზაციის პროცესი და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა. დოკუმენტში ნაჩვენებია, რომ უმცირესობების წევრები ევროპას აღიქვამენ უფრო პოზიტიურად, ვიდრე  ნეგატიურად, თუმცა მათ სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღწევა შეუძლია საქართველოს ევროპეიზაციის საშუალებით, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ფაქტი, რომ უმცირესობები ხშირად იზოლირებულნი არიან დანარჩენი საზოგადოებისგან. ნინო სამხარაძე გამოყოფს ცალკეულ ტენდენციებს უმცირესობების თემებში ასაკის, სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით და გასცემს რეკომენდაციებს კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის სკეპტიციზმის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.

ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი დოკუმენტია სალომე კანდელაკის ნაშრომი, რომელშიც ავტორი განიხილავს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის ბარიერებს. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე მოქმედებს რიგი სხვადასხვა ფაქტორები, იქნება ეს სტრუქტურული თუ კულტურული, სალომე კანდელაკმა შეადგინა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხელისშემშლელი ბარიერების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების უმცირესობათა თემების მიმართ დამოკიდებულება, გადაწყვეტილებების მიღების ცენტრალიზების მაღალი ხარისხი, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში ნეპოტიზმი და ა.შ. ყველა სხვა ავტორის მსგავსად, სალომე კანდელაკმაც შეიმუშავა განხილულ პრობლემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

წინამდებარე კრებულის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, რომელიც Erasmus+ Jean Monnet-ის პროექტის „წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.

, , , , , , , ,