06/03/2020 magda

კულტურული ღირებულებები თუ ეკონომიკური საფრთხე: რა განსაზღვრავს მოსახლეობის მიერ მემარჯვენე პოპულისტების მხარდაჭერას?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
06-03-2020

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ქართველების დაახლოებით 7% მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებთან ახდენს საკუთარი შეხედულებების იდენტიფიცირებას. ამ პარტიებს შორისაა პატრიოტთა ალიანსი, რომელიც უკვე წარმოდგენილია საკანონმდებლო ორგანოში. რა განაპირობებს მსგავსი პარტიების მხარდაჭერას საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის?დასავლეთის ქვეყნებში მზარდი მემარჯვენე პოპულიზმის ასახსნელად ორი ძირითადი თეორია სახელდება: კულტურული დაპირისპირება და ეკონომიკური საფრთხე. ეკონომიკური პერსპექტივა ყურადღებას პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკის პირობებში საზოგადოებრივი სტრუქტურების ტრანსფორმაციაზე ამახვილებს, სადაც ყალიბდება საზოგადოების ისეთი ჯგუფები, რომლებიც თავს გარიყულად, ეკონომიკურად ჩაგრულად და საფრთხის ქვეშ გრძნობენ და შესაბამისად, პოპულისტების ძირითად მხარდამჭერებად გვევლინებიან. კულტურული პერსპექტივიდან, პოპულიზმის მხარდაჭერა წარმოდგენილია, როგორც წარსულში გავლენების მქონე ჯგუფის პასუხი საზოგადოების ცვალებადი ღირებულებების მიმართ, რაც ამ ჯგუფებში გაუცხოებას იწვევს. ამ ორი თეორიის შესამოწმებლად, ნაშრომში გაანალიზებულია საზოგადოებრივი გამოკითხვები ქვეყნის მასშტაბით რეგრესიის მოდელების გამოყენებით. შედეგები ცხადჰყოფს, რომ ამ ორივე თეზისის გარკვეული ელემენტები ნაწილობრივ ხსნის ამომრჩევლის მხარდაჭერას მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მიმართ. პირველ რიგში, შედეგებში იკვეთება ნაპრალი თაობებს შორის, სადაც 56 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები უფრო მეტად უჭერენ მხარს მსგავს პარტიებს, ვიდრე ახალგაზრდები. ამასთან, სუბიექტური შეხედულებები, მაგალითად ეკონომიკური უსაფრთხოება, ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი წინააღმდეგობა ნაციონალისტური პოპულიზმის მხარდაჭერის მძლავრი მაჩვენებელია.

, , , , , ,