Author

14/12/2022 თეონა ზურაბაშვილი

დეოლიგარქიზაცია საქართველოში ოლიგარქისა და ძალაუფლების მქონე ელიტების ფონზე

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
14-12-2022

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების 12-პუნქტიან ჩამონათვალში დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთ საკამათო საკითხად რჩება ქვეყანაში. ამ კონკრეტული რეკომენდაციის მიხედვით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეძლოს ,,დეოლიგარქიზაცია და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა” (European Commission 2022ა).  თუმცა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიამეტრულად განსხვავდება მოსაზრებები ამ რეკომენდაციის შესრულების შესახებ. მმართველი პარტიის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი არ ეხება პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და ის ერთმნიშვნელოვნად მიემართება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და მათ დამფინანსებლებს (Interpresnews.ge 2022ა). მოცემული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში უკვე წარადგინა ,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი (Parliament of Georgia 2022ა), რომელიც უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის (President of Ukraine 2021) ანალოგს წარმოადგენს. ქართული ოცნებისგან განსხვავებით ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ერთადერთ ოლიგარქად, ივანიშვილს ასახელებენ (RadioTavisupleba.ge 2022ა). შესაბამისად, მათი პოზიციების მიხედვით, არსებული კანონი თანხვედრაში არ მოდის ქვეყნის რეალურ პრობლემასთან (RadioTavisupleba.ge 2022ა).

ქვეყანაში არსებული რადიკალური პოლარიზაციის ფონზე, დეოლიგარქიზაციის შესახებ დისკუსია პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ურთიერთბრალდებების  ჩვეულ ციკლს ემსგავსება და საკითხის გარშემო ბუნდოვანება მოქალაქეთა განწყობაზეც აისახება – გამოკითხულ მოქალაქეთა 51% ვერ ასახელებს, ვინ არის ქვეყანაში ოლიგარქი (CRRC- Georgia Omnibus 2022). საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მოცემული პოლიტიკის მემორანდუმის მიზანია განიხილოს, ნიშნავს თუ არა დეოლიგარქიზაცია მხოლოდ კანონმდებლობაში ცვლილებას, უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის საქართველოს რეალობასთან შესაბამისობა, მასთან დაკავშირებული რისკები და საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებული მოთამაშეების იდენტიფიცირების ფონზე, გამოკვეთოს დეოლიგარქიზაციის სავარაუდო პერსპექტივა.

პოლიტიკის მემორანდუმი #64 | დეკემბერი 2022

, , , , , , , ,