08/09/2020 magda

სარგებლობენ თუ არა ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებული სიკეთეებით?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
08-09-2020

ევროპეიზაციამ საქართველოში საზოგადოებას არაერთი, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური სარგებელი მოუტანა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური უმცირესობები არ არიან სათანადოდ ინტეგრირებულნი საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ, რამდენად შეძლებენ ისინი ამ შესაძლებლობათა გამოყენებას. წინამდებარე ნაშრომში განხილულია ევროპეიზაცია, როგორც პირობითობის პოლიტიკის მეშვეობით ფორმალური წესების გადაცემა და მიღებული შედეგების აღქმა უმცირესობების მიერ.

კვლევა ეფუძნება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 6 ფოკუს-ჯგუფთან დისკუსიას და 12 სიღრმისეულ ინტერვიუს ოფიციალურ პირებთან, უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მონაცემები მოწმობს, რომ უმცირესობების თემის წევრებს შორის არსებობს განსხვავებული აზრი ევროპეიზაციის სარგებლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ზოგი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი სარგებელია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ასევე პოზიტიური ცვლილებები პოლიტიკასა და მმართველობაში, ეკონომიკისა და დასაქმების, განათლებისა და სოციალურ სფეროებში. თუმცა კვლევის სხვა მონაწილეების მტკიცებით, შეუძლებელია ამ უპირატესობების მიღება ინფორმაციის არარსებობის, ენობრივი ბარიერის გამო ან უბრალოდ მათ არ სჯერათ, რომ მთელი ეს სარგებელი განკუთვნილია მათნაირი ადამიანებისთვის. წინამდებარე ნაშრომში ეს საკითხებია განხილული და წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

, , ,