Author

19/12/2022 ნატალი საბანაძე

ევროკავშირის გაფართოების გეოპოლიტიკა: საქართველოს მაგალითი

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
19-12-2022

ავტორი: ნატალი საბანაძე

ევროკავშირის გეოპოლიტიკურ გამოღვიძებას უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას უკავშირებენ. უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება ალბათ ყველაზე გეოპოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებათაგანია, რომლებიც ევროკავშირს პუტინის ომის საპასუხოდ აქვს მიღებული. ინტერესთა თანხვედრის იშვიათი შემთხვევის პირობებში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულმა სურვილმა მნიშვნელოვანი სტიმული მიიღო ევროკავშირის საჭიროების გამო, შეეკავებინა რუსული საფრთხე სამეზობლოში და უფრო ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების მიმართ. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია, თუ როგორ შეუძლია ორივე მხარეს საუკეთესო შედეგის მიღება ამ უნიკალური მომენტიდან და წარმოდგენილია იმ გამოწვევების ანალიზი, რომელთა წინაშეც საქართველო და ევროკავშირი დგანან. ანალიზს ახლავს რეკომენდაციები ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მოცემულ დოკუმენტში მოცემულია მტკიცება, რომ გაფართოება არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირს აძლევს შედარებით უპირატესობას ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს გამო გამძაფრებული გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში. ისტორიას არ ახსოვს სხვა ზრდადი პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც მასში გაწევრიანების მთხოვნელი სახელმწიფოების რიგი ედგას. საქართველოს მაგალითის გამოყენებით, ამ პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია ძირითადი პოლიტიკური გამოწვევა: როგორ შეუძლია ევროკავშირს გამოიყენოს გაფართოების ბერკეტი თავისი გეოპოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ისე, რომ არ დააზიანოს თავისი ძირეული პრინციპები და კანდიდატი სახელმწიფოების ტრანსფორმაციული დღის წესრიგი? შემოთავაზებული პასუხი მდგომარეობს ნორმატიული გეოპოლიტიკის ძიებაში, რომელიც ხისტ ძალას რბილ ძალასთან, ხოლო ინტერესებს ნორმებთან და ღირებულებებთან აერთიანებს.

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, გეოპოლიტიკა, გაფართოება, აღმოსავლეთ სამეზობლო, ევროპული პოლიტიკური საზოგადოება, პოლარიზაცია, დემოკრატიის უკუსვლა.

პოლიტიკის დოკუმენტი #34 | დეკემბერი 2022

, , , , , , , ,