03/09/2018 magda

DCFTA-ის საკომუნიკაციო სახელმძღვანელო

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
03-09-2018

წინამდებარე პუბლიკაცია ნაწილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის − „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტი მიზნად ისახავს ინფორმირებულობის დონის ამაღლებას იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც იძლევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) შეთანხმება. პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ აამაღლოს ქვეყანაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოთა საკომუნიკაციო კამპანიაში, გააძლიეროს მათი შესაძლებლობები, რითიც ისინი ხელის შეუწყობენ ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს ეფექტურად მოემზადონ ევროპის ერთიან ბაზარზე შესასვლელად.

DCFTA-ის საკომუნიკაციო სახელმძღვანელო გამოყენებული იქნება ტრენინგ მასალად ტრენინგებზე, რომლებიც ჩატარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონში. ტრენინგები მიზნად ისახავს აამაღლოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ჩართულობა DCFTA-ის საკომუნიკაციო ღონისძიებებში, რათა ისინი დაეხმარონ მცირე და საშუალო საწარმოებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შეღწევაში.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ. პროექტს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი“ (EESC, ლიტვა). მონაწილე ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).

პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ პროექტის განმახორციელებლები და იგი, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის პოზიციას.

, , , , , , ,