Author

13/05/2022 ლევან კახიშვილი

საქართველოს გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე: როგორ უნდა მოემზადონ პოლიტიკური პარტიები კოალიციური მთავრობის პერსპექტივისთვის?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
13-05-2022

ლევან კახიშვილი

საქართველოს გადასვლა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის დილემათა ახალ წყებას ქმნის. არასტაბილურობის რისკის თავიდან არიდების მიზნით, ქართულ პარტიებს მოუწევთ ჩაერთონ თვისებრივად განსხვავებულ საარჩევნო კამპანიებში, საკოალიციო მოლაპარაკებებში, გამოავლინონ ერთიანობა და ამასთან ერთად, შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალური პოლიტიკური პროფილი. წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი ქართულ პოლიტიკურ პარტიებს სათანადო მზადების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს. ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ თავიანთ ოფიციალურ YouTube-ის არხებზე განთავსებული 2020 წლის საარჩევნო კამპანიის მასალების ანალიზი აჩვენებს, რომ კამპანიისას ოთხიდან ერთი მოწოდება ნეგატიურია, ხოლო ამ უკანასკნელთა ნახევარი პიროვნული თავდასხმის ნიმუშებს შეიცავს. საჭიროა, რომ პარტიებმა მომავალში თავი შეიკავონ ამგვარი მანკიერი პრაქტიკისგან, რათა შეინარჩუნონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ემპირიულ მონაცემებსა და კოალიციური მთავრობების შესახებ უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევში შემუშავებულია რეკომენდაციათა პაკეტი, როგორც დროული გაფრთხილება ქართული პოლიტიკური პარტიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

საკვანძო სიტყვები: პროპორციული არჩევნები; პარტიული პოლიტიკა; კოალიციური პოლიტიკა; საარჩევნო კამპანიები; ნეგატიური კამპანია.

ასევე, აღნიშნულ პოლიტიკის ნარკვევში:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი კოალიციური მთავრობის პერსპექტივა ქართული პარტიებისთვის ახლა?
  • რამდენად ნეგატიურია საარჩევნო კამპანიები საქართველოში?

პოლიტიკის ნარკვევი #42 | მაისი 2022

, , , , , , , , , ,