14/08/2017 magda

როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის მიერ წარმოებულ ბორდერიზაციის პროცესს?

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
14-08-2017

რა საშუალებებზე მიუწვდება ხელი საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ უპასუხოს რუსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრების თვითნებურ გადმოწევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) მიმართულებით? რა იქნება ყველაზე შესაფერისი და ეფექტიანი რეაქცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან?

3 ივლისს, რუსმა ჯარისკაცებმა  კიდევ 200 მეტრით გადმოწიეს მავთულხლართების ღობე, რომლითაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონია გამიჯნული. აღნიშნული მოვლენა აწ უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის ერთ-ერთ მორიგ, უახლეს შემთხვევას წარმოადგენს. რუსეთი, მისი შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების გაფართოების მიზნით, 2008 წლის ივნისიდან იყენებს ქართული ტერიტორიების ნაწილების პერიოდულად მიტაცების მეთოდს, რასაც “ბორდერიზაციის” სახელით მოიხსენიებენ.
ყოველ ჯერზე, რუსეთის ჯარი ისაკუთრებს ქართული ტერიტორიის მცირე ნაწილს – საკმარისს იმისთვის, რომ დააშინოს საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები, თუმცა არა იმდენს, რომ ამ ყოველივემ მნიშვნელოვანი საერთაშორისო წინააღმდეგობა ან პროტესტი გამოიწვიოს. ბორდერიზაციის უკანონო პრაქტიკა განუწყვეტლივ უქმნის პრობლემებს საქართველოს, მისი მთავრობა კი სულ უფრო და უფრო დიდი წნეხის ქვეშ დგება – დაიკავოს მტკიცე პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, ექსპერტებმა ესტონეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გააკეთეს  კომენტარი, თუ რა პოტენციური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას “ბორდერიზაციის” საპასუხოდ.

, , , , , , , , ,