18/07/2019 magda

ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება: საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის მედიაპრაქტიკოსების გამოცდილების გაზიარება

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
18-07-2019
ეკატერინე ბასილაია, ფილიპ პაზდერსკი,
დოქტ. პეტრა კუხინკოვა, იან ცინგელი

წინამდებარე ანგარიში მომზადდა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების, პოპულიზმის ზრდის, ევროსკეპტიციზმისა და ანტიდასავლური მოძრაობების, ყალბი ამბების, მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ზრდის ფონზე, იმ ქვეყნებში, რომლებშიც კვლევა ჩატარდა.

აღნიშნული კვლევა ყურადღებას ამახვილებს, მედიაპრაქტიკოსების გამოცდილებაზე ევროკავშირის საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ვიშეგრადის ოთხი ქვეყნიდან (V4) სამში, მათ შორის – პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. კვლევის უფრო კონკრეტული მიზანი იყო, იმ სხვადასხვა მიდგომების გაანალიზება,  რომლებსაც ქართველი მედიაპროფესიონალები ევროკავშირს საკითხების გაშუქებისას იყენებენ. სლოვაკეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის მედიის კვლევის შედეგები წარმოაჩენს ჟურნალისტების მუშაობას სხვა ქვეყნებში, ასევე აღნიშნულ ქვეყნებში ჟურნალისტების შესაძლო საუკეთესო პრაქტიკას. ევროკავშირის წევრი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან მედიასაშვალებების შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორი მათი მუშაობის გამოცდილება იყო – ავტორიტეტული რეჟიმების მმართველობის დროს, გარდამავალ პერიოდსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, 2000-იან წლების დასაწყისში. დღესდღეობით, როდესაც აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბევრი ქვეყანა არაპროგნოზირებადი გარემოსა და პოლიტიკური და იდეოლოგიური კრიზისიდან მომდინარე პრობლემების წინაშე დგას, აუცილებელი გახდა, იმის შესწავლა, თუ როგორ უმკლავდება (ხარისხიანი/წამყვანი) საინფორმაციო მედია ზემოთხსენებულ გამოწვევებს, აუდიტორიის ინფორმირების პროცესში.  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მედიის გამოცდილება შეიძლება კარგი მაგალითი აღმოჩნდეს ქართული მედიისთვის,  ევროკავშირთან დაახლოების ნელი პროცესისა და მრავალი შიდა პრობლემის, განსაკუთრებით მემარჯვენე ნარატივების ზრდის ფონზე, რომელთა გაღვივებას რუსული პროპაგანდა უწყობს ხელს. აღნიშნული გამოწვევების ფონზე, ჩნდება კითხვა – როგორ ეხმარებიან ჟურნალისტები საქართველოში, სლოვაკეთში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში თავიანთ აუდიტორიებს შეიტყონ ევროკავშირში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აღნიშნული ანგარიში ეფუძნება, ოთხ ქვეყანაში შერჩეული მედიასაშუალებებიდან 94 წარმომადგენლის გამოკითხვას. მათ შორის, ახალი ამბების რედაქტორების, ჟურნალისტებისა და პროდიუსერების –  ამ ჯგუფის გარეთ, ინტერვიუ 19 რესპონდენტთან ჩატარდა. 45-მა რესპონდენტმა საკუთარი თავი წარადგინა რედაქტორად, 8-ამ აღნიშნა, რომ ახალი ამბების პროდიუსერად მუშაობდა, ხოლო 41-მა აღნიშნა, რომ  ჟურნალისტად მუშაობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საქართველოზე, რესპონდენტების ყველაზე დიდი ჯგუფი (59 სხვადასხვა მედიასაშუალებიდან) წარმოდგენილია საქართველოდან. კვლევამ აჩვენა, რომ არსებული განსხვავებების მიუხედავად, რაც იმ გარემოებებითაა გამოწვეული, რომელშიც ჟურნალისტები მოღვაწეობენ, ისინი იზიარებენ ბევრ ასპექტს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უდგებიან ევროკავშირთან დაკავშირებული თემების გაშუქებას.

რედაქტორი:  ეკატერინე ბასილაია

ავტორები:      ეკატერინე ბასილაია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, საქართველო

ფილიპ პაზდერსკი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, პოლონეთი

დოქტ. პეტრა კუხინკოვა, მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი

იან ცინგელი, გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი, სლოვაკეთი

წინამდებარე პუბლიკაცია პროექტის – „ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ – ფარგლებში მომზადდა. პროექტი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტთან (GLOBSEC, სლოვაკეთი), საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (ISP, პოლონეთი) და მასარიკის უნივერსიტეტთან (ჩეხეთის რესპუბლიკა) თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მეშვეობით. აღნიშნული ფონდის მისიაა, ცენტრალურ ევროპაში, მდგრად რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული იდეების განვითარებას შეუწყოს ხელი.

წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის, გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და მასარისკის უნივერსიტეტის შეხედულებებს.

, , , , , , , , , ,