gip.ge
3+3 ერთის გარეშე: საქართველოს სამხრეთ კავკასიური გამოწვევები და პერსპექტივები
2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის რუსეთის მედიაციის შედეგად გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გაიზარდა რუსეთის და თურქეთის გავლენა, ხოლო ირანმა რეგიონში ახალი როლის ძებნა დაიწყო. შესაბამისად, უსაფრთხოების გარემომ გარკვეული ცვლილებები განიცადა საქართველოსთვისაც.