Authors

  • კორნელი კაკაჩია

    პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. იგი ამავე დროს არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორი კაკაჩია სხდასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი,(2009-10) ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის,(2000) ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში.(2011) მას მოპოვებული აქვს პოლიტიკის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი ასევე არის საერთაშორისო კვლევების ასოციაციისა (ISA) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის კვლევებიის პროგრამის (PONARS  ევრაზია) წევრი. კორნელი კაკაჩია არის თანაავტორი წიგნისა „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა სახელმწიფოსთვის“ (ლონდონი, ნიუ იორკი: I.B. Tauris, 2021). როგორც ექსპერტი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პროფ. კაკაჩია ხშირად აკეთებს კომენტარს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პრესისთვის.

  • ბიძინა ლებანიძე
  • სალომე კანდელაკი
02/12/2022 კორნელი კაკაჩია

ეროვნული მედეგობის სტრატეგია საქართველოსთვის: ნატო-ს, ევროკავშირის და სხვათა გამოცდილება

გაეცანით ნაშრომს

Authors

  • კორნელი კაკაჩია

    პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. იგი ამავე დროს არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორი კაკაჩია სხდასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი,(2009-10) ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის,(2000) ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში.(2011) მას მოპოვებული აქვს პოლიტიკის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი ასევე არის საერთაშორისო კვლევების ასოციაციისა (ISA) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის კვლევებიის პროგრამის (PONARS  ევრაზია) წევრი. კორნელი კაკაჩია არის თანაავტორი წიგნისა „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა სახელმწიფოსთვის“ (ლონდონი, ნიუ იორკი: I.B. Tauris, 2021). როგორც ექსპერტი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პროფ. კაკაჩია ხშირად აკეთებს კომენტარს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პრესისთვის.

  • ბიძინა ლებანიძე
  • სალომე კანდელაკი

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
02-12-2022

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში შემოთავაზებულია მოსაზრებები საქართველოში მედეგობის გაძლიერების შესაძლებლობების შესახებ, იმაზე, თუ რა შეიძლება ისწავლოს ამ შავიზღვისპირა ქვეყანამ ნატო-ს და მისი წევრი ქვეყნების გამოცდილებიდან. სამაგიდო კვლევასა და უსაფრთხოების საკითხების ქართველ ექსპერტებთან ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებზე დაყრდნობით აშკარაა, რომ საქართველოს ესაჭიროება სექტორთაშორისი მედეგობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც საზოგადოების ერთიან მიდგომას დაემყარება. ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებსა და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, შეიძლება გამოიყოს მედეგობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ოთხი განზომილება: ინსტიტუციური/საკანონმდებლო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და საჯარო-კერძო. მედეგობის გაძლიერების ინსტიტუციური/საკანონმდებლო განზომილება გულისხმობს სტრატეგიული დოკუმენტების და კანონმდებლობის ჰარმონიზებას, ასევე საჯარო მმართველობის და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას. პოლიტიკური განზომილება ეხება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ნაკლოვანებების აღმოფხვრას, როგორებიცაა დაბალი პოლიტიკური ნდობა, პოლარიზაცია, რადიკალიზაცია და ცუდი მმართველობითი პრაქტიკა. საზოგადოებრივი განზომილება გულისხმობს მედეგობის გაძლიერებაში საზოგადოების ყველა ჯგუფის თანამონაწილეობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მთელი მოსახლეობის ჩართულობა მედეგობის გაძლიერებაში. ეს ასევე გულისხმობს მოქალაქეებში სოციალური ნდობის და ფსიქოლოგიური მედეგობის გაძლიერებას. და ბოლოს, საჯარო-კერძო პარტნიორობა ეხება მედეგობის გაძლიერებაში კერძო სექტორის თანამონაწილეობას, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილს ფლობს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საჯარო სერვისების და მთელი საზოგადოების შეუფერხებელ ფუნქციონირებაში. მედეგობის გაძლიერება არა მარტო დაიცავს საქართველოს არსებული და მომავალი კრიზისებისა თუ კონფლიქტებისგან, არამედ ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსაც, რადგან ის საქართველოს უფრო პროგნოზირებად და სასურველ პარტნიორად აქცევს.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული მედეგობა, საქართველო, ნატო-ს მედეგობის საბაზისო მოთხოვნები, რისკები

პოლიტიკის დოკუმენტი #33 | დეკემბერი 2022

, , , , , , , , , , , , , , ,

კორნელი კაკაჩია