Author

29/10/2021 თეონა ზურაბაშვილი

პოლიტიკური პოლარიზაცია – მოჯადოებული წრე თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
29-10-2021

თეონა ზურაბაშვილი

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობის მინიჭებამ კიდევ ერთხელ ,,გაკრიფა შუა“ და ოპოზიციური განწყობის მქონე ამომრჩევლის ხმები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ კონცენტრირდა. თუმცა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა მხოლოდ 30.68 % მიიღო (cesko.ge 2021ა), ,,ქართულმა ოცნებამ“ კი ხმათა 43%-ზე მეტის მიღება შეძლო (cesko.ge 2021ა).

ამ უკანასკნელმა მაჩვენებელმა კი, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიისა (osce.org 2021) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2021, Interpresnews.ge 2021) მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევების მიუხედავად, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა, რაც შესაძლოა, გამაფრთხილებელი სიგნალი ყოფილიყო მმართველი პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადის განმავლობაში დასავლელი პარტნიორებისა და დემოკრატიის ზოგადი პრინციპებისადმი ღია კონფრონტაციის გზას დაადგა.

იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის მის გარშემო მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებში გარდატეხის შეტანა, საინტერესოა მსჯელობა, იყო თუ არა პოლარიზაციის მოჯადოებული წრე ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც 2 ოქტომბერს პატარა პარტიებმა ვერ მოახერხეს, თავის მხრივ გამხდარიყვნენ გამოწვევა ,,ქართული ოცნებისთვის“.

ასევე, აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში:

  • რატომ შეიძლება იყოს პრობლემა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პატარა პარტიების ამომრჩევლის მითვისება?   
  • ბრძოლა ,,ნაციონალური მოძრაობის“  დომეინისთვის.
  • რამდენად დაინახა ამომრჩეველმა განსხვავება პატარა პარტიებსა და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის 2021 წლის არჩევნებზე?
  • ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ოპოზიციური გამწყობის მქონე ამომრჩევლის მობილიზების ეფექტური საშუალება?
  • რა შესაძლებლობები ქონდათ პატარა პარტიებს პოლარიზაციის კონტექსტში.

 

პოლიტიკის მემორანდუმი #50 | ოქტომბერი 2021

, , ,