22/03/2019 magda

პოლიტიკური პოლარიზაცია და მედია – რა საფრთხის წინაშე დგას დემოკრატიული პროცესი საქართველოში?

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
22-03-2019

პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით ტრადიციული ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნების დღის წესრიგში დგას. პარალელურად, როგორც ერთ-ერთი მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტი, მედიაც ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების ნდობას ტრადიციული მედიის მიმართ, პროფესიონალიზმსა და მედიის მიერ ფაქტების ობიექტურ გაშუქებაზე მეტად, მედიასაშუალების პარტიული თუ იდეოლოგიური პერსპექტივა განსაზღვრავს.

პოლიტიკური პოლარიზაცია ქართული მედიის ლანდშაფტის გამოწვევაცაა. განსაკუთრებული სიმწვავით ეს პრობლემა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების გააქტიურებისას, მაგალითად საარჩევნო ციკლების პარალელურად იჩენს თავს. არსებობს მოსაზრება, რომ  პოლარიზებული მედიაგარემო არ წარმოადგენს რეალურ პრობლემას თუ ზოგადად მედიაგარემო ქვეყანაში პლურალისტულია და ამომრჩეველს  განსხვავებულ მედიასაშაულებებზე  მიუწვდება ხელი. წარმოადგენს თუ არა ფრაგმენტირებული ქართული მედიაგარემო თავისთავად საფრთხეს და რამდენად შეძლებს ასეთი მედია შეასრულოს ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმთავრესი –  საჯარო ფორუმის ფუნქცია და მოამზადოს მოქალაქეები ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანისთვის?

[1] ნინო რობაქიძე – მედიამკვლევარი, SAFE ინიციატივის ევრაზიის ცენტრის მენეჯერი, IREX

* ავტორი მადლობას უხდის მარიამ გრიგალაშვილს, კვლევაში შეტანილი წვლილისათვის.

, , , , , , , , , ,