27/02/2020 magda

საზოგადოების ნდობა დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ: პოპულისტური ნაციონალისტური ჯგუფების გავლენები

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
27-02-2020

საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესი, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის კლებადი ტენდენციის ფონზე, დამატებითი გამოწვევების წინაშე დგას. ამ დისკურსში, პოპულისტური ნაციონალისტური ჯგუფების გააქტიურება, თავის მხრივ, დემოკრატიული პროცესების განვითარების შემაფერხებელ დამატებით რისკებს ქმნის. სახელმწიფო ინსტიტუტები არაეფექტიანად რეაგირებენ პოპულისტური ჯგუფების გავლენების საპირწონედ, რაც ხელს უწყობს პოპულისტური ნაციონალისტური პარტიებისა და ჯგუფების არადეკლარირებული მიზნების, დაფინანსების წყაროების, არაფორმალური კავშირებისა და გავლენების შესახებ, ინფორმაციის გაუმჭვირვალობას. აღნიშნულს თან ერთვის დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის კლებადი ტენდენცია, რაც ზრდის შესაძლებლობას პოპულისტური ჯგუფების გავლენის გაძლიერების, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე გარდამტეხი გავლენა პოლიტიკურ დღის წესრიგზე არ მოუხდენიათ.

, , ,