Author

29/01/2021 ბიძინა ლებანიძე

სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში და მისი მნიშვნელობა ევროპული ინტეგრაციის იდეისთვის

წაიკითხეთ დოკუმენტი

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
29-01-2021

სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების ეფექტური ფუნქციონირება დღემდე საქართველოს პოლიტიკური სისტემის აქილევსის ქუსლად რჩება. სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური ხარისხი ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების ოთხი ტალღის შედეგად ფორმალურად გაუმჯობესდა და დაიხვეწა, თუმცა რეფორმებმა პრაქტიკული გავლენა სასამართლო სისტემის ეფექტურობასა და დემოკრატიულობის ხარისხზე ვერ იქონია. ნეპოტიზმი, სამოსამართლო კორპორატივიზმი, პოლიტიკური მიკერძოებულობა და მოწყლვადობა პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ კვლავ სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევებად რჩება. შესაბამისად, დღემდე გატარებული რეფორმების ტალღები შეიძლება შეფასდეს როგორც ფორმალურად გარკვეულწილად წარმატებული, მაგრამ მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგების გარეშე. სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილების გარეშე საქართველოში ვერ დასრულდება დემოკრატიული კონსოლიდაცია და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი.

აღნიშნული დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული სასამართლო რეფორმების დინამიკას და მათ შესაბამისობას ევროკავშირის მოთხოვნებთან, გამოყოფს ძირითად გამოწვევებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს სასამართლო სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების და დემოკრატიული ხარისხის ამაღლების მიზნით.

, , , , , , , , ,