13/09/2018 magda

ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები: საქართველო ურთიერთგადაჯაჭვული გავლენების ბადეში

13 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) , NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით, მართავს ანგარიშის – ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები: საქართველო ურთიერთგადაჯაჭვული გავლენების ბადეში” – პრეზენტაციას, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში.

დოკუმენტის მიზანია, გაზომოს სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ აქტორებზე საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი (დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) და დაადგინოს, თუ როგორია პარალელურად მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების გავლენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დოკუმენტი ასევე განიხილავს, საქართველოს ევროინტეგრაციის დამაბრკოლებელ ფაქტორებს.

საკვანძო საკითხები:

  • დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ, ვინ არიან საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორები და პოლიტიკური მოკავშირეები;
  • რატომაა საქართველოსთვის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზა უფრო რთული ვიდრე ბალტიისპირეთის ან ბალკანეთის ქვეყნებისთვის;
  • როგორ აფერხებენ საქართველოს მეზობლები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და დასავლეთთან დაახლოებას;

მოდერატორი : 
კორნელი კაკაჩია – დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
მომხსენებლები:
ბიძინა ლებანიძე – მკვლევარი, ბრემენის უნივერსიტეტი;
მარიამ გრიგალაშვილი – ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
კომენტარი:
ბაკურ კვაშილავა – სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრებიან დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და თემით დაინტერესებული სხვა პირები.