25/01/2023 GIP

YouthforAction – საგრანტო პროექტი მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) კურსდამთავრებულებისთვის

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ინიციატივა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) კურსდამთავრებულებისთვის.

საგრანტო განაცხადის თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა რეკომენდირებულია უკავშირდებოდეს ELS-ის ფარგლებში განხილულ მოდულებს.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა?

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ინიციატივა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის 2019-2022 წლების კურსდამთავრებულებს.  საინიციატივო ჯგუფს/ორგანიზაციას, რომელთა ერთი წევრი მაინც არის ELS-ის კურსდამთავრებული. ჯგუფის წევრების დასაშვები რაოდენობაა 3-5 მონაწილე.

 

 რა ფორმატის უნდა იყოს საგრანტო პროექტები?

პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრებს ევალებათ შეარჩიონ აქტუალური პრობლემა და იფიქრონ ახალგაზრდების მიერ ამ გამოწვევის გადაჭრის გზებზე. Პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი თავისუფალია პროექტისა და აქტივობების ფორმატში.

 

რა არის პროექტის ბიუჯეტი?

პროექტი ბიუჯეტი შეადგენს 1000 დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

პროექტის განხორციელების ვადები

პროექტის განხორციელების ვადებია 2023 წლის მარტი – მაისი. პროექტის გუნდს ევალება პროექტის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს პროექტის ნარატიული და ფინანსური ანგარიში. საგრანტო კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა არის 2023 წლის 17 თებერვალი, 18:00 საათი.

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა

შევსებული ფორმა გამოგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]
subject line-ში მიუთითეთ „ELS-ის საგრანტო კონკურსის განაცხადი“.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებებს!

 

, , , , , , ,