01/01/2020 keta

ღია ტენდერი კვებითი მომსახურების შესყიდვაზე

ააიპ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) “ცვლილებებზე ორიენტირებული ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდებისთვის” პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე იურიდიულ პირებს კვებითი მომსახურების კონკუსში მონაწილეობის მისაღებად.

მომსახურების აღწერა:

  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის მონაწილეებისთვის (დაახლოებით 35 ადამიანზე) კვებითი მომსახურების გაწევა – 1 ლანჩი და 1 შესვენება ყავით.
  • კვებითი მომსახურების გაწევის სავარაუდო განრიგი: 2020 წლის 15 თებერვლიდან 2020 წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში ყოველი შაბათი -კვირა, შესვენება ყავით 12:00 – 12:15, ლანჩი 13:30 – 14:15.
  • მომსახურების გაწევის ადგილი: თბილისი (მის. პუშკინის 13) და რუსთავი (მის. შარტავას 11, ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა).

მომსახურების გაწევის პირობები:

  • მომწოდებელმა უნდა შეძლოს შეკვეთის მიღება და განხორციელება ოპერატიულად და ხარვეზის გარეშე;
  • შემოთვაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ადგილზე მიტანის სერვისს და მომსახურებას (გაწყობა/ალაგების გათვალისწინებით ან სხვა რომელიც უკავშირდება აღნიშნული მომსახურების გაწევას).
  • მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ინვენტარი მომსახურების უზრუნველსაყოფად;
  • მომწოდებლის მომსახურებაში უნდა შედიოდეს კვალიფიციური პერსონალი სპეციალური ჩაცმულობით და აღჭურვილობით;
  • მომწოდებელი ზედმიწევნით უნდა იცავდეს საკვების მომზადებისა და მომსახურების ყველა დადგენილ ნორმასა და ჰიგიენის წესებს.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე:

  • კვებითი მომსახურების შესყიდვის დანართი 1, რომელიც სრულყოფილად უნდა იყო შევსებული და დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განახლებული ბოლო 30 დღის მდგომარეობით

ანგარიშსწორების პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, მომსახურების შესყიდვის დეტალების საბოლოო შეჯერების შემდგომ, გააფორდება ხელშეკრულება
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ყოველი შესყიდვის დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან საფოსტო მისამართზე: ქ. თბილისი, პუშკინის 13, 0105

სატენდერო წინადადების გამოგზავნის  ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 იანვარი, 18:00 საათი

 გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი -კვებითი მომსახურება”

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]

დანართი >>