15/06/2020 keta

ღია ტენდერი სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე – კახეთი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლის“  პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე იურიდიულ პირებს სასტუმროს მომსახურების შესყიდვასთან დაკაშირებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები:

მომსახურების გაწევის ადგილი:

  • კახეთი

მომსახურების გაწევის თარიღები:

  • 25-26 ივლისი, 2020 წელი

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:

25 ივლისი:

  • ლანჩი (60 პერსონაზე)
  • ყავის შესვენება (60 პერსონაზე)
  • ვახშამი (60 პერსონაზე)
  • საკონფერენციო ოთახი (25 ადამიანისთვის) შესაბამისი აღჭურვილობით (პროექტორი; ეკრანი; ლეპტოპი)
  • ერთი ღამით სასტუმროში დარჩენა საუზმის ჩათვლით (60 პერსონაზე)

26 ივლისი:

  • ღია სივრცეში (გადახურული) ფურშეტი (60 პერსონაზე)
  • ღია სივრცეში პროექტორი; ეკრანი; ლეპტოპი
  • სკამები (60 პერსონაზე)
  • კომპენდიუმის მაგიდა (5-6 ადამიანისთვის)

შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება  ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი)

** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)

** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა

** შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი)

** შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით

** საკონფერენციო დარბაზის სურათები

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:

** რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და აღნიშნულ სფეროში ოპერირების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** რომელიც რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

** რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.

სატენდერო წინადადების გამოგზავნის  ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 ივლისი.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან საფოსტო მისამართზე: ქ. თბილისი, პუშკინის 13, 0105.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]