10/01/2020 magda

ღია ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე

ააიპ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) “ცვლილებებზე ორიენტირებული ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდებისთვის” პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს სატრანსპორტო მომსახურების კონკუსში მონაწილეობის მისაღებად.

მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები:

  • სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომობილი (4X4) მძღოლით, გათვალისწინებული 3-4 ადამიანისთვის
  • სატრანსპორტო საშუალება: მინივენი (4X4) მძღოლით, გათვალისწინებული 5-7 ადამიანისთვის
  • სავარაუდო მარშრუტები: თბილისი-ზუგდიდი-თბილისი, თბილისი-ბათუმი-თბილისი, თბილისი-რუსთავი-თბილისი, თბილისი-ზუგდიდი-ბათუმი-თბილისი, თბილისი-ბათუმი-ზუგდიდი-თბილისი
  • ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა საკუთარი ფულადი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ავტომობილის საწვავით შევსება
  • ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა საკუთარი ფულადი სახსრებით უნდა უზრუნველყოს მძღოლის განთავსება რეგიონებში (ზუგდიდი, ბათუმი)
  • აღნიშნული მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ყოველ შაბათ-კვირას 2020 წლის 15 თებერვლიდან 2020 წლის 19 ივლისის ჩათვლით

შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • ყველა მათგანი უნდა მუშაობდეს ბენზინზე ან დიზელზე
  • ავტომობილებს მართვის საჭე უნდა ქონდეს მარცხნივ
  • გავლილი უნდა ქონდეს ტექდათვალიერება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  • ავტომობილის გამოშვების წელი უნდა იყოს 2010 წლის ზევით
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული
  • გააჩნდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტები

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • წინადადების წარმდგენი პირის ზოგადი ინფორმაცია იურიდული პირის შემთხვევაში – დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა, კომპანიის სამართლებრივი ფორმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განახლებული ბოლო 30 დღის მდგომარეობით
  • წინადადების წარმდგენი პირის ზოგადი ინფორმაცია ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი/გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა, პირადი ბარათის/პასპორტის ასლი
  • მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა
  • შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი)
  • შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით
  • შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების/ების ჩამონათვალი, ტექნიკური  მახასიათებლები და შესაბამისი სურათები

თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება საბანკო გადარიცხვით ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან საფოსტო მისამართზე: ქ. თბილისი, პუშკინის 13, 0105

სატენდერო წინადადების გამოგზავნის  ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 იანვარი, 18:00 საათი

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი – სატრანსპორტო მომსახურება”

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]