19/08/2016 magda

ქვიზი “საარჩევნო საკითხებში ქართველი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება’’

შეამოწმე შენი ცოდნა, მიიღე მეტი ინფორმაცია საარჩევნო პროცესების შესახებ და მოიგე პრიზები.

ონლაინ ქვიზი წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ლიტვის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ‘’საარჩევნო საკითხებში ქართველი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება’’ – შემეცნებით ნაწილს. ქვიზის მიზანია, საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ პირებს მისცეს საშუალება შეამოწმონ და გაიღრმაონ ცოდნა არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ქვიზი მოიცავს 15 კითხვას შემდეგ თემატიკაზე:
* 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები;
* ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო პროცესებში;
* საარჩევნო მონიტორინგი.

მონაწილეები, რომლებიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს დააგროვებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან შემთხვევითი შერჩევით პრიზების განაწილების პროცესში. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან TIME-ის უნიკალური კრებულის ქართულენოვანი წიგნებით.

ქვიზის შევსების ბოლო ვადაა 2 სექტემბერი.
გამარჯვებულები სექტემრბის დასაწყისში გამოვლინდებიან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

, ,