GIP-ს შესახებ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასწყისში დაარსდა. GIP ცდილობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით. ორგანიზაციის მიზანია, გახდეს კვლევებისა  და პოლიტიკური ინოვაციების
წამყვანი ცენტრი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად. 2013 წლიდან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არის ეუთოს აკადემიური ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ორგანიზაციების ქსელის წევრი, ასევე, არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევითი ორგანიზაციების ქსელის წევრი, რომელიც ამოქმედდა 2020 წლის სექტემბრიდან ევროკომისიის მხარდაჭერით.

Წლიური ანგარიშები

2018

2017