21/11/2018 magda

საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: წარმატების გზა სოციალური რეკლამების პრეზენტაცია

თარიღი: 21 ნოემბერი, 16:00-17:30
მდებარეობა: ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, წინამძღვრიშვილის ქ. #162
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია)

21 ნოემბერს 16 საათზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან პარტნიორობით, მართავს სოციალური ვიდეორგოლების პრეზენტაციას, რომლებიც მომზადდა პროექტის – “საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ” – ფარგლებში, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

ვიდეორგოლების მიზანია, ხელი შეუწყონ, მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლის შესახებ.

ვიდეორგოლების პრეზენტაციის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელონ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლებისა და კომუნიკაციის იმ გზების შესახებ, რომლებიც ამ მიღწევების საზოგადოებამდე მიტანასა და მათ განხილვას შეუწყობს ხელს.

საკონტაქტო პირი: მარიამ ახალკაცი, 598 10 15 08

ღონისძიება ტარდება პროექტის “საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტიდან” ფარგლებში ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.

დღის წესრიგი

15:45-16:00რეგისტრაცია

16:00-16:15 გახსნა

  • როსარია პუგლისი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი
  • კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი

16:15-16:25ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიღწევები ბოლო 10 წლის განმავლობაში

  • მარიამ გრიგალაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP
  • მარიამ ახალკაცი, კომუნიკაციების კოორდინატორი, GIP

16:25-16:30ოთხი სოციალური რეკლამის ჩვენება

16:30-17:00გამოცდილების გაზიარება – როგორ უნდა ხდებოდეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიღწევების საზოგადოებასთან კომუნიკაცია?

  • მაკა კევლიშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკის და დაგეგმვის განყოფილების უფროსი, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • ვეკა მოდებაძე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • უნა სიგვატსდოტირ, სახალხო დიპლომატიის ოფიცერი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი
  • თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მედიის განვითარების ფონდი

მოდერატორი კორნელი კაკაჩია, დირექტორი, GIP
17:00-17:20 – დისკუსია
17:20 – ყავა და ჩაი