
ანა რასელი
ანა რასელი ამჟამად ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი სწავლობს რუსულ და ევრაზიულ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც 2025 წლის ზაფხულში დაამთავრებს. მას მიღებული აქვს ბრისტოლის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი რუსულ და ფრანგულ ენებში და აქვს რედაქტირებასა და წერაში სამუშაო გამოცდილება. მათ შორის სტაჟირება როგორც საფრანგეთში, ასევე რუსეთში და მოხალისეობა საქართველოში. ანა სანამ მაგისტრატურას დაამთავრებდა მუშაობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის სარედაქციო თანამდებობაზე. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს გაერთიანებული სამეფოს საგარეო პოლიტიკას რუსეთსა და ევრაზიაში, სამოქალაქო საზოგადოებას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ მოვლენებს ოცდამეერთე საუკუნეში.