ბიძინა ლებანიძე
ბიძინა ლებანიძე, დოქტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უფროსი მკვლევარი, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და კავკასიის კვლევების ინსტიტუტის პოსტდოქტორანტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დოქტორის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში მას ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მიენიჭა, ხოლო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ასრულებდა პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას ბრემენის უნივერსიტეტში, ფრაიბურგის უნივერსიტეტში, ბერლინის ეკონომიკის და სამართლის სკოლაში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და კონრად ადენაუერის ფონდში.