1 მაისს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი სალექციო კვირეულით გაიხსნა.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა – კორნელი კაკაჩიამ – საქართველოს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს თემაზე „საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ ლექცია წაუკითხა. მან ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რეგიონულ და გლობალურ საფრთხეებზე, საერთაშორისო ტერორიზმსა და ამ კონტექსტში სახელმწიფოს უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა. კაკაჩიამ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისა და საქართველოს მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.