ნინო სამხარაძე

ნინო სამხარაძე არის პოლიტიკის ანალიტიკოსი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში. ამავე დროს ის არის დოქტორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი მან ნაციონალიზმსა და ეთნიკურობის კვლევებში მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობებში დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობს კურსებს შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში და ნაციონალიზმი საერთაშორისო ურთერთობებში. ნინოს კვლევითი ინტერესები ეხება ნაციონალიზმს და იდენტობის პოლიტიკას და მათ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე პოსტ-საბჭოთა რეგიონში.