პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების პროფესიული ზრდა და დასაქმება” მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და CRRC საქართველოსთან პარტნიორობით.
სამუშაო თემატური ჯგუფის წევრები: ნელი მერაბიშვილი, მაყვალა ჭკადუა, დათა აქუბარდია, რუსუდან რატიანი, ეკატერინე მგელაძე, ქეთევან კუჭუხიძე, თეკლა ჯღარკავა, ნინო გვაგვალია.
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის არსებობა მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე. დღეს საქართველოში ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე საკუთარი კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის შესახებ დაბალია. ისინი პროფესიას სხვების გავლენით ან შემთხვევითობის პრინციპით ირჩევენ, რაც მომავალში მათ დასაქმებაზე ნეგატიურად აისახება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლებში უნდა შეიქმნას კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის სამსახური, რომელშიც იმუშავებენ ფსიქოლოგები, სოციოლოგები, მასწავლებლები, დამსაქმებლები და სხვ. და რომლის მიზანიც იქნება ახალგაზრდების შესაბამისი უნარების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
იხილეთ დოკუმენტი: რატომ უნდა ინტეგრირდეს კარიერის მართვა ზოგადი განათლების სისტემაში?