რენატა სკარჯუტე-კერესელიძე
დირექტორის მოადგილე
რენატა სკარჯუტე-კერესელიძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა. მან მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (CEU), ნაციონალიზმის კვლევის დეპარტამენტი (2009); ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში ვილნიუსის უნივერსიტეტიდან (2008), საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (IIRPS); ის ასევე სწავლობდა მარმარას უნივერსიტეტში (სტამბული, თურქეთი) სოკრატეს ერასმუსის გაცვლითი პროგრამით. 2011 წელს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დაფინანსებით მან დაწერა კვლევა ევროკავშირის სტრატეგიაზე საქართველოს კონფლიქტების მოგვარების საკითხში. მისი საკვლევი თემებია: კოლექტიური იდენტობები და მათი ფორმირება, იდენტობის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროპული ინტეგრაცია, ეთნიკურობა და ნაციონალიზმი.