საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აცხადებს რეგიონული კოორდინატორების ვაკანსიას (სამეგრელო, აჭარა, ქვემო ქართლი)

15/11/2019 magda

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აცხადებს რეგიონული კოორდინატორების ვაკანსიას (სამეგრელო, აჭარა, ქვემო ქართლი)

Frame with office equipment on white desk with copy space, flat lay style

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის კვლევის რესურს ცენტრთან (CRRC საქართველოსთან) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს – „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში GIP საქართველოს რეგიონებსა და თბილისში გეგმავს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას და წახალისებას, სოციალური და პოლიტიკური ჩართულობის კუთხით. დასახული მიზნის მისაღწევად იგეგმება, საინფორმაციო შეხვედრები იმ რეგიონებში (სამეგრელო-ზუგდიდი, აჭარა-ბათუმი, ქვემო ქართლი-რუსთავი), რომლებიც 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში (25 იანვარი –  28 ივნისი) უმასპინძლებენ მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS).

პროექტის ამ ეტაპზე შეირჩევა თითო რეგიონიდან თითო კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საინფორმაციო შეხვედრებისა და მომავალ ლიდერთა სკოლისთვის მოსამზადებელი სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებაზე, ELS-ის გაზაფხულის სემესტრის მანძილზე.

 

რეგიონალური კოორდინატორის მოვალეობებში შედის:

  • რეგიონებში სამიზნე აუდიტორიისათვის ELS-ისა და აპლიკაციის პროცედურების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
  • რეგიონში საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა და ამ შეხვედრების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
  • პროექტის ოფიცრებთან ერთად, ELS-ისთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიების ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
  • ELS-ის ყველა ეტაპში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
  • პროექტის ოფიცრებთან ეფექტური ონლაინ / პირისპირ კომუნიკაცია;

 

რეგიონალური კოორდინატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს გამოხატული ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, საარჩევნო სისტემის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ;.
  • იყოს აღნიშნული რეგიონების (ზუგდიდში, ბათუმში ან რუსთავში) მაცხოვრებელი ან/და ჰქონდეს აქტიური შეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.
  • იყოს საზოგადოებრივად აქტიური;
  • ჰქონდეს ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 22 ნოემბრამდე. გთხოვთ წერილის დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია.

, , , ,