აპრილის თვეში, ტრენინგები მომავალ ლიდერთა სკოლაში შერეული ფორმატით – როგორც დისტანციურ, ისე ლაივ რეჟიმში წარიმართა და ჯამში 7 სხვადასხვა საინტერესო თემა და 16 სესია მოიცვა. მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას.
ტრენინგების გარდა, აპრილში განახლდა შეხვედრების სერია – სივრცე დისკუსიისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი შეხვედრა მოეწყო.
ELS-ის მეორე გამოშვება ივნისში დასრულდება.