30/04/2021 keta

ELS-ის დღიურები 2021 – აპრილის თვის გამოცემა

აპრილის თვეში, ტრენინგები მომავალ ლიდერთა სკოლაში შერეული ფორმატით – როგორც დისტანციურ, ისე ლაივ რეჟიმში წარიმართა და ჯამში 7 სხვადასხვა საინტერესო თემა და 16 სესია მოიცვა. მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

ტრენინგების გარდა, აპრილში განახლდა შეხვედრების  სერია – სივრცე დისკუსიისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი შეხვედრა მოეწყო.

ELS-ის მეორე გამოშვება ივნისში დასრულდება.

, , ,