9 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ჟან მონეს პროფესორისა” და “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით” გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია – დიალოგის შენება: საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თბილისში ვიზიტით მყოფი “ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის” პროფესორების მონაწილეობით:
- ასუნსიონ სანჩეს რუისი – ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში;
- ვესელინ ვალკანოვი – ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში;
- პროფ. ტანია ა. ბიორცელი – ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი; დირექტორი – The Cluster of Excellence “Contestations of the Liberal Script”;
- პროფ. თომას რისე – ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ოტო სურის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის ტრანსნაციონალური ურთიერთობების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
მრგვალი მაგიდის დისკუსიას მოდერაცია გაუწია პროფ. კორნელი კაკაჩიამ, ჟან მონეს პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მრგვალი მაგიდის დისკუსია მიზნად ისახავდა შინაარსობრივი დისკუსიების გაღვივებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გარშემო. კერძოდ, ქვეყნის შესაბამისობას ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ასევე, საქართველოსთვის უფრო ღრმა ინტეგრაციის გზების ძიება ევროპულ საზოგადოებაში.
გერმანელმა და ქართველმა მეცნიერებმა და პოლიტიკის პრაქტიკოსებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს – მათ შორის, CFSP-თან შესაბამისობის მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ლიბერალური ღირებულებების როლი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ასევე საგარეო და საშინაო არალიბერალური ქცევის ზეგავლენა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.
დისკუსია ორგანიზებული იყო ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაციის კვლევის ხელშეწყობას, ახალგაზრდებს შორის ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მონაწილეობაზე დამყარებული კვლევის ხელშეწყობისა და ქართულ საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხებზე აქტიური დისკუსიის წახალისების გზით. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა პროექტ „საქართველოს თავსებადობის გაზრდა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“ ფარგლებში, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით.
მრგვალი მაგიდის დისკუსია დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა, გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც EACEA არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მათზე.
ფოტო გალერეა 👇