თარიღი: 16.05.2017
დრო: 09:30 – 17:00
ადგილი: სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, შეხვედრების ოთახი #3
სამუშაო ენები – ქართული და ინგლისური
16 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მართავს საერთაშორისო კონფერენციას – “საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები“.
კონფერენციის სტუმრები სამეცნიერო, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ საქართველოში დემოკრატიზაციის იმ გამოწვევებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისა და ევროპეიზაციის გზაზე გვხვდება.
საერთაშორისო კონფერენცია სამი პანელისგან შედგება:
- პარტიული პოლიტიკა და დემოკრატიზაცია – პანელი დაეთმობა მსჯელობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება.
- პარლამენტარიზმი – მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რა გზებითაა შესაძლებელი საქართველოს პარლამენტის გაძლიერება და მისი ეფექტურობის გაზრდა.
- ევროპეიზაცია & დემოკრატია – მომხსენებლები საკუთარ ხედვას წარმოადგენენ, თუ როგორ უნდა განავითაროს საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების წარმართვის უფრო თანმიმდევრული სტრატეგია.
ამას გარდა, დაგეგმილია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ახალ პუბლიკაციას – პოლიტიკის დოკუმენტების კრებულის – პრეზენტაცია, რომელიც აერთიანებს ქართველი ანალიტიკოსების მიერ ჩატარებულ კვლევებს ზემოთ აღნიშნულ თემებზე. პუბლიკაცია ასევე მოიცავს კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს.
კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED)