სტაჟირება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდი ეძებს მოტივირებულ, მაღალკვალიფიციური სტაჟიორებს.
შემოსულ განაცხადებს წელიწადში 2-ჯერ – ზაფხულსა და ზამთარში – განვიხილავთ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადები:

15 ივლისი – შემოდგომის სემესტრისთვის.
15 დეკემბერი – გაზაფხულის სემესტრისთვის.

სტაჟირების ხანგრძლივობა

სტუდენტებისთვის საქართველოდან სტაჟირების ხანგრძლივობა  3-6 თვეა, ხოლო საერთაშორისო სტუდენტებს უფრო მოკლევადიანი სტაჟირების (სასურველია, არანაკლებ 1 თვის) გავლის შესაძლებლობაც აქვთ.

სტაჟირების მიზნები

სტაჟირების მიზანია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევით საქმიანობებში წვლილის შეტანის პარალელურად, სტაჟიორმა შეძლოს საკუთარი კვლევითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაღრმავება. GIP ეძებს კანდიდატებს, მაღალი აკადემიური მოსწრებით, რომლებიც კარგად იცნობენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და აქვთ  პოლიტიკის კვლევების სფეროში ცოდნის გაღრმავების სურვილი.

სასურველია, წარმატებულ კანდიდატებს განსაზღვრული ჰქონდეთ კვლევის სფერო და ინტერესები. GIP კი ხელს შეუწყობს მათ საკვლევ თემაზე მუშაობაში.

ძირითადი მოვალეობები

  • GIP-ის ანალიტიკოსების დახმარება ინფორმაციის მოძიებასა და ინტერვიუების წარმართვაში.
  • კვლევითი დოკუმენტებისა და ბლოგების მომზადება GIP-ის ვებგვერდისათვის. (კვლევის წარმართვაში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი სტაჟიორს დამატებით რეკომენდაციებსა და მითითებებს მისცემს).
  • დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით.
  • კონფერენციების, საზაფხულო სკოლების, პრეზენტაციების და GIP-ის სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება.
  • საჯარო ღონისძიებებზე, ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება (შეთავსებით).
  • ადმინისტრაციულ საქმიანობაში დახმარება.

სტაჟირების განრიგი

სტაჟიორი ნახევარ-განაკვეთზე – კვირაში 20 საათს – იმუშავებს. განრიგი ინდივიდუალურად,  სტაჟიორთან შეთანხმებით შედგება.

ანაზღაურება

სტაჟირება არაანაზრაურებადია.

ძირითადი მოთხოვნები

წარმატებული კანდიდატები უნდა:

  • ფლობდნენ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხს (ან ამჟამად სწავლობდნენ ამ რომელიმე საფეხურზე) სოციალურ მეცნიერებში ან სხვა მონათესავე სფეროებში.
  • ჰქონდეთ მკვეთრად გამოხატული ინტერესი პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთბებისა და საჯარო პოლიტიკის სფეროების მიმართ.
  • თავისუფლად ფლობდნენ ქართულსა და ინგლისურ ენებს;
  • ჰქოდეთ ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი, ასევე ვერბალური.
  • ჰქონდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და იყვნენ პუნქტუალურები.

განაცხადების მიღების პროცედურები

იმისთვის, რომ თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (მოცულობა – 1 გვერდი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – [email protected] ; [email protected] ზემოთ მითითებული ვადების გათვალისწინებით.