Author

29/04/2022 სალომე კანდელაკი

დაბალი საარჩევნო ბარიერი: ორპოლუსიანობის დასასრული, თუ ახალი გამოწვევა?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2022-04-29 12:59:44

2024 წლის სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნებისთვის  2%-იანი საარჩევნო ბარიერის არსებობას საქართველოს საპარლამენტო პარტიათა უმრავლესობა ემხრობა, რაც ორპოლუსიანობის შემცირებისა და პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებად არის მიჩნეული. ბარიერის 2%-მდე დაწევა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილიცაა, რისი შესრულებაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დაბალ საარჩევნო ბარიერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს უშუალოდ მმართველი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიებისთვის. თუმცა პატარა პარტიების საპარლამენტო წარმომადგენლობისთვის ის განმსაზღვრელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პარტიული ბლოკების შექმნა აღარ იქნება მომავალ არჩევნებში შესაძლებელი.

ნაშრომში მიმოხილულია სხვადასხვა პარტიების პერსპექტივები საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით და გაანალიზებულია, თუ რამდენად  მნიშვნელოვანია მისი არსებობა მრავალპარტიული საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობისთვის. ნაშრომში ასევე განხილულია 2%-იანი საარჩევნო ბარიერის შესაძლო დადებითი და უარყოფითი მხარეები საქართველოს კონტექსტში. ბოლოს შემოთავაზებულია რეკომენდაციები ორპოლუსიანობისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად. პოლიტიკის ნარკვევში წარმოდგენილი ფაქტები და არგუმენტები ეყრდნობა ლიტერატურის მიმოხილვას, პოლიტიკოსთა ოფიციალურ განცხადებებს და ასევე პარტიის ლიდერებთან ჩატარებული ინტერვიუების ანალიზს.

საკვანძო სიტყვები: 2%-იანი ბარიერი, ორპოლუსიანობა, პოლარიზაცია, საპარლამენტო არჩევნები, პარტიები

 

ასევე, აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში:

  • როგორია პოლარიზაციის ძირითადი მახასიათებლები საქართველოში
  • 2% vs. 5%-იანი საარჩევნო ბარიერი: შესაძლებლობები კოალიციის შესაქმნელად
  • არის თუ არა საარჩევნო ბარიერის დაწევა ორპოლუსიანობის გასარღვევად ერთადერთი გამოსავალი?
  • დიდი და პატარა პარტიების ხედვა 2%-იან საარჩევნო ბარიერზე

 

პოლიტიკის ნარკვევი #39 | აპრილი 2022

, , , , , ,