მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2022 დასასრულს მიუახლოვდა!
მაისში, ტრენინგები პირდაპირი შეხვედრების რეჟიმში წარიმართა და ჯამში 4 თემატური სესია მოიცვა.
- პოლიტიკური პარტიების ფუნქციები, ორგანიზაცია დემოკრატიულ საზოგადოებაში და სოც. მედიის როლი – ტრენერი კორნელი კაკაჩია;
- კონფლიქტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში– ტრენერი შორენა ლორთქიფანიძე;
- კიბერ დიპლომატია და საქართველოს კიბერსივრცეში არსებული გამოწვევები – ტრენერი ანდრო გოცირიძე;
- დებატები – დავით შერვაშიძე.
ELS2022 აერთიანებს ოცდახუთ აქტიურ, ცვლილებებზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომლებმაც შერჩევის საკმაოდ კონკურენტული ეტაპები გაიარეს. “მომავალ ლიდერთა სკოლის” მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, მოწვეული ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა მათთვის საინტერესო პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების შესახებ. Ტრენინგებში მონაწილეობის გარდა, ახალგაზრდებს აქვთ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი ხედვები და ჩაერთონ არაფორმალურ დისკუსიებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, შემდგომში კი მონაწილეობა მიიღონ “დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში”.
პროექტი „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ჩართულობის წახალისებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.