მელანი სალი
პროფესორი მელანი სალი არის Go-Governance-ის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვენაში და ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საკითხების ფედერალურ სამინისტროში შავი ზღვის რეგიონში ეფექტური მმართველობის პროგრამის კონსულტანტი. პროფესორი სალი მუშაობდა პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორად ვენის დიპლომატიურ აკადემაში (1992-2009), ის ასევე არის სხვადასხვა პუბლიკაციების, წიგნებისა და სტატიების ავტორი, რედაქტორი და კონსულტანტი. მისი სტატიების ძირითადი თემაა პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები, ასევე, ავსტრიის, ბრიტანეთის, ევროპის, უკრაინისა და შავი ზღვის რეგიონის პრობლემები. პროფესორ სალის ამჟამად უჭირავს ეუთოში საპარლამენტო სტანდარტების კონსულტანტისა და გენდერული და პოლიტიკური წარმომადგენლობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობა. მას მოპოვებული აქვს დოქტორის ხარისხი პოლიტიკაში კილის უნივერსიტეტიდან, ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი ლესტერის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი ნოტინგჰემის უნივერსიტეტიდან.