31/08/2023 keta

ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისის უზრუნველყოფის მხარდაჭერა Საქართველოს მოშორებულ რეგიონებში

Project Duration: 2023-06-01 || 2024-05-01

Status: 1

Donor: “ღია მმართველობის პარტნიორობა” - ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით.

Partner:

Budget: 25,000 ევრო

პროექტი ეხება დაუცველი ახალგაზრდების ჩართულობის ბარიერებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე და მათზე მორგებულ შეზღუდულ და არაეფექტურ საჯარო სერვისებს. პროექტი ასევე ყურადღებას ამახვილებს შიდა ქართლის, აჭარის და სამცხე-ჯავახეთის სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების სისუსტეებზე, გამოწვევებზე და საჭიროებებზე სამოქალაქო ჩართულობისა და არსებული საჯარო სერვისების ცნობიერების კუთხით. პროექტის სამიზნე ჯგუფებს შორის არიან: აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები, კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდები და ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები. 

პროექტის Ზოგადი მიზანი: ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინკლუზიურობისა და პასუხისმგებლობის გაზრდის მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობისა და მოწყვლადი ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების მიმართულებით აჯდარაში, შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში.

მიზანი 1: სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო მონაწილეობისა და საჯარო სერვისის მიღების მიმართულებით აქტიური მოწყვლადი ახალგაზრდების გამოწვევების იდენტიფიცირება საჭიროებების შეფასების სამუშაოების ჩატარებით ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუების სახით. 

მიზანი 2ახალგაზრდა მოწყვლადი ახალგაზრდების აღჭურვა ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობისა და კომუნიკაციის ცოდნითა და უნარებით, რათა ადგილობრივი საჯარო სერვისები უფრო ინკლუზიური და ანგარიშვალდებული გახადონ თეორიული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სიმულაციების მეშვეობით. 

მიზანი 3ადგილობრივი სამიზნე ახალგაზრდების სამოქალაქო გაძლიერების მხარდაჭერა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭებით, რათა მიიღონ პრაქტიკული სამუშაო პრაქტიკა საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების უფლებით და თავიანთ თემებში ცვლილებების შემქმნელებად. 

მიზანი 4სამიზნე რეგიონებში სინერგიის შექმნა ახალგაზრდებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მედიასა და ბიზნეს სექტორებს შორის, ასევე მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თანამშრომლობის, კოორდინაციისა და გამოცდილების გაზიარების უზრუნველსაყოფად. 

პროექტის ძირითადი აქტივობები:

  • ახალგაზრდებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუების საფუძველზე ახალგაზრდების საჭიროებების შეფასების ანგარიშის მომზადება; 
  • Ბათუმში, გორსა და ახალციხეში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის ორდღიანი ტრენინგ-სესიების ჩატარება, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული; 
  • უკუკავშირის მექანიზმის შექმნა უკეთესი სამოქალაქო ჩართულობისა და კონკრეტული საჭიროებების მქონე მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის საჯარო სერვისების მიწოდებისთვის; 
  • აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებში ახალგაზრდებისთვის სტაჟირების შესაძლებლობების;
  • ბათუმში, გორში და ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმების ორგანიზება; 
  • Პროექტის შედეგების ამსახველი მულტიმედია პროდუქტების შექმნა.