დათო დოლაბერიძე
დათო დოლაბერიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი, ამჟამად ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. დათოს აქვს სხვადასხვა გამოცდილება USAID-ის პროექტებში, TI საქართველოში, IDFI-ში, „აი ფაქტში“ მუშაობის მხრივ, ასევე, საველე მკვლევრად მუშაობის გამოცდილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. იგი არის სტუდენტური ინიციატივისა და არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური განათლების სკოლის თანადამფუძნებელი.
დათოს კვლევითი ინტერესები ეხება პოლიტიკურ იდენტობას, მეხსიერების პოლიტიკას, გეოპოლიტიკასა და საქართველოს ევროპეიზაციას.