15/08/2023 GIP

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები და მათი გადაჭრის გზები

cover

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2023-08-15 11:20:30

წინამდებარე მანიფესტი „ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები და მათი გადაჭრის გზები“ დამუშავდა ექვსი პარტიის ახალგაზრდა წევრების მიერ ერთობლივი მოკვლევის საფუძველზე. მოკვლევათა სერია განხორციელდა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ინტერპარტიული საბჭოს ფარგლებში, რომლის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით. საბჭოს ფარგლებში შექმნილ ინტერპარტიულ თემატურ ჯგუფში გაერთიანდა ქალთა მიმართ ძალადობის და მასთან ბრძოლის საკითხებით დაინტერესებული ექვსი პოლიტიკოსი სხვადასხვა პარტიებიდან.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა დაგეგმეს და განახორციელეს მოკვლევითი სამუშაოები ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა საზოგადოების და მსხვერპლ ქალთა ცნობიერება, დანაშაულის პრევენცია, იდენტიფიცირება, სასჯელის მინიჭება და აღსრულება, ასევე, პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის, როგორც ძლიერი გავლენისმომხდენი აქტორების როლი ამ პრობლემასთან ბრძოლის პროცესში. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს სამაგიდე კვლევა, ექსპერტული ინტერვიუები და საველე გასვლა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რის შედეგადაც, გამოიკვეთა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე ძირითადი გამოწვევები. თითოეულ გამოწვევას ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა უპასუხეს გარკვეული ხედვით, თუ რა გადაჭრის გზები შეიძლება იყოს გამოყენებული თითოეულ გამოწვევაზე საპასუხოდ.

 

ავტორები:

  • ათათია გიორგი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

  • გამგებელი ზურა, გახარია საქართველოსთვის;

  • კობახიძე თორნიკე, ევროპული საქართველო;

  • მაჩაიძე თათია, საქართველოს კონსერვატიული პარტია;

  • მიქაძე ნინი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია;

  • მჭედლიშვილი მარი, სტრატეგია აღმაშენებელი.

, , , , , ,