ანა ქოქაშვილი
ანა ქოქაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში მოიპოვა. ანა ჟან-მონეს კათედრის პროგრამის ფარგლებში, კურსის ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო კურსზე ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაცია”.
საბაკალავრო ხარისხის მოსაპოვებელ თეზისში, ანამ გამოიკვლია თურქეთის როლი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში. აქედან გამომდინარე, მისი კვლევის ინტერესის სფერო ნატოსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესს მოიცავს. იგი დაინტერესებულია საქართველოს დიპლომატიური და საგარეო პოლიტიკით და მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.