20/05/2024 GIP

ახალი სტრატეგია, რომელიც შეაკავებს და წაახალისებს – ევროკავშირის ქმედებების ფორმირება სამხრეთ კავკასიაში

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
20-05-2024

ევროკავშირის, როგორც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშის, პრობლემას დიდი ხანია განიხილავენ აკადემიურ და პოლიტიკასთან დაკავშირებულ ლიტერატურაში. გაფართოების პროცესმა, თავისთავად, გააღრმავა უფრო ძლიერი ევროპის გლობალურ დონეზე გამოკვეთის საკითხი, განსაკუთრებით მის სამეზობლოში. სამხრეთ კავკასია, რეგიონი, რომელიც, დიდი ხანია, განიხილება როგორც ბუფერული ზონა რუსეთს, ევროპას და სხვა „დიდ მოთამაშეებს“ შორის, სულ უფრო ხშირად გამოთქვამს ინტერესს ევროპული ყაიდით განვითარების მიმართ. უკრაინასთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ასევე სომხეთის მიერ ევროპული პერსპექტივის მიმართ გამოხატული ინტერესის წახალისებით, ბრიუსელმა გააკეთა მკაფიო გეოპოლიტიკური განაცხადი და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თანამშრომლობის არსებული ფორმატი, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP). შესაბამისად, ეს სტატია განიხილავს დილემებს, რომლებიც დგას სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის უფრო მკვეთრი სტრატეგიის ფორმირების წინაშე, და წარადგენს პოლიტიკის (სტრატეგიის) რამდენიმე ცვლილების ინიციატივას, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სტრატეგიული მიზნების უფრო ნათლად განსაზღვრასა და ამ მიზნების მიღწევას, – ე.ი., რეგიონში მისი როლის გამოკვეთას.

საკვანძო სიტყვები:  ევროკავშირი, სამხრეთ კავკასია, სტრატეგია, უსაფრთხოება, წევრობა

პოლიტიკის დოკუმენტი #43 | ივნისი 2024

 

პუბლიკაცია მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს „ღია საზოგადოების ფონდის“  და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.
ეს სტატია შემუშავებულია RSSC SG (PFP ​​Study Group Regional Stability in the South Caucasus) სემინარის ფარგლებში, რომელიც გაიმართა კიშინიოვში 2024 წლის 11-13 აპრილს.

ავტორი

შალვა ძებისაშვილი

, , , , , , ,