ალქესანდერ ჯონ პოლ ლუტსი
ალქესანდერ ჯონ პოლ ლუტსი არის მეორე კურსის სტუდენტი თეოლოგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჰარვარდის დივინითის სკოლაში. პროგრამის ფარგლებში, ის სწავლობს რელიგიას, ეთნიკურობას და პოლიტიკას. ალექსანდერმა დაამთავრა მერკერის უნივერსიტეტი ძირითადი სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობებში, პოლიტიკის მეცნიერებასა და ისტორიაში, ხოლო მეორადი სპეციალობით რელიგიისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით.
ალექსანდერი განსაკუთრებით დაინტერესებულია რელიგიას, მეხსიერების პოლიტიკასა და კოლექტიური იდენტობების ფორმირების პროცესს შორის ურთიერთკავშირით. მისი კვლევა ორიენტირებულია ამ ურთიერთობების დინამიკის შესწავლაზე, და ფოკუსირდება მშვიდობასა და კონფლიქტებს შორის კავშირზე სხვადასხვა საზოგადოებებში. ამ საკითხებს ალექსანდერი აკვირდება პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მისი ბოლო პროექტები ორიენტირდება საქართველოზე.